თაყვანისცემა

თაყვანისცემა
(არაბულად ,,იბადა“) არის ტერმინი, რომელიც არაბულ მუსლიმურ აზროვნებაში წარმოადგენდა ქვეყნიერების პირველსაწყისისადმი ადამიანის დამოკიდებულების უზოგადეს აღმნიშვნელს. ადამიანი ამ თვალსაზრისით განიხილება როგორც ,,მონა“ (აბდ). ისლამის თანახმად, თაყვანისცემა აუცილებელი პირობის სახით გულისხმობს მოქმედების შეგნებულობასა და მისი შესრულების მტკიცე და წრფელს განზრახვას. ადამიანის მდგომარეობა, როგორც ,,თაყვანისმცემელი მონისა“, დაკავშირებულია მის დედამიწაზე ღმერთის ნაცვლის, ანუ ხალიფის მდგომარეობასთან. ადამიანი-ხალიფი სრულ უფლებიანად განაგებს დედამიწის სიმდიდრეებს ღვთის მაგიერ. თაყვანისცემის ძირითადი და ამავე დროს, ყველაზე სრულყოფილ;ი სახეა ლოცვა (სალათი).
Source: რელიგია, საზოგადოება და სახელმწიფო : წაკითხულ ლექციათა მასალები / ჰაინრიხ ბიოლის ფონდის სამხ. კავკასიის რეგიონ. ბიურო ; [რედ.: ლევან აბაშიძე] - თბ. : ბიბლიურ-თეოლოგიური ინ-ტის გამ-ბა, 2005 [2006]

Georgian encyclopedia. 2013.

Игры ⚽ Нужна курсовая?

Смотреть что такое "თაყვანისცემა" в других словарях:

  • რელიგია — • თანამედროვე რელიგიათმცოდნე ნ. სმარტი გვთავაზობს, სრულიად ამოვიღოთ რელიგიის განმარტებიდან ღვთის არსებობის პრობლემა, რომელიც, როგორც ხაზგასმით აღნიშნვდა იოანე პავლე მეორე, მხოლოდ ევროპული კულტურისთვისაა დამახასიათებელი, და შევიტანოთ მასში შემდეგი …   Georgian encyclopedia

  • რელიგიათა კლასიფიკაცია — არსებობს მრავალი თეორია, თუ როგორ უნდა მოხდეს რელიგიათა კლასიფიცირება; შეიძლება თუ არა ქრისტიანობისა და ჰარე კრიშნას მოძღვრების დახასიათებისას იდენტური ტერმინების გამოყენება? საუკეთესო გამოსავალს ამ შემთხვევაში წარმოადგენს რელიგიათა კლასიფიცირება …   Georgian encyclopedia

  • ქრისტეს ნათლისღება — მართლმადიდებლურ ტრადიციაში ქრისტეს ნათლისღება განმარტებულია, როგორც სამების განცხადება. მამა ღმერთის ხმა ზეციდან ამოწმებს ძეს შემდეგი სიტყვებით: ,,ეს არის ძე ჩემი საყვარელი რომელი მე სათნო ვიყავ“ და იმავე წუთს სულიწმინდა მტრედის სახით გარდამოვიდა …   Georgian encyclopedia

  • ადორაცია — (ლათინური adoratio – თაყვანისცემა სიტყვიდან ad os (oris) ,,პირზე ”, რაც ნიშნავს წარმართებთან საკრალურ გამოსახულებათა ამბორის რიტუალს პირთან ხელების მიტანით). ეს სიტყვა გამოიყენება დიდ დიდებისმეტყველებაში, რომლითაც მართლმადიდებლურ ლიტურგიკაში… …   Georgian encyclopedia


Поделиться ссылкой на выделенное

Прямая ссылка:
Нажмите правой клавишей мыши и выберите «Копировать ссылку»